ვერონასთან მატჩს სასტარტოში პერინი დაიწყებს
გასული ორი მატჩის შემდეგ მიკელე დი გრეგორიოს მიმართ კრიტიკა აქტიურად ისმის, ამიტომ იგორ ტუდორმა მისი სკამზე დასმა და სასტარტოში მატია პერინის დაყენება გადაწყვიტა.
SportItalia-ს ცნობით, დი გრეგორიო ტუდორის სრული ნდობით სარგებლობს და ვერონასთან მატჩში იტალიელ კიპერს დასვენებისა და ზედმეტი წნეხის თავიდან არიდების საშუალება მიეცემა.
დი გრეგორიოს გარდა, დიდი ალბათობით სკამზე დარჩება გლეისონ ბრემერიც. ბრაზილიელი ლაზარეთიდან ახალი დაბრუნებულია და ტუდორს მისი ზედმეტად დატვირთვა არ სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)