იუვე ვერონას კიპერით ინტერესდება
იუვენტუსი მატია პერინის შემცვლელის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ვერონას კარის დარაჯი ლორენცო მონტიპოა.
29 წლის ფეხბურთელს ვერონასთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წელს ეწურება და მისი გაფორმება დაახლოებით 1 მილიონად იქნება შესაძლებელი.
პერინს რაც შეეხება, მატიას მიმართ ინტერესს სასუოლო, ბოლონია და კომო იჩენენ. იტალიელს იუვენტუსის დატოვება და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ის პირველი ნომერი იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                