ვერატი აძურის რიგებს უბრუნდება
მარკო ვერატი დიდი ალბათობით მომდევნო მატჩებში იტალიის ნაკრების რიგებში იქნება.
იტალიური წყაროების ცნობით, ჯენარო გატუზოსა და 33 წლის ფეხბურთელს შორის საუბარი შედგა და ვერატი აძურის რიგებში დაბრუნებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. აძურის მომდევნო მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები იქნება, იტალია მათ 26 მარტს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი უელსსა და ბოსნიას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
