ვეიგა:“ იუვენტუსთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ახლა ვილიარეალის ფეხბურთელი ვარ“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა რენატუ ვეიგამ ხვალინდელი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს და გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება. იუვენტუსი დიდებული გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი 3 ქულაა.
„სეზონის კარგი სტარტი ? ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ახლა ჩვენი მიზანი ხვალინდელი შეხვედრა უნდა იყოს.
„ახალი იუვენტუსი ? ამ გუნდთან მე შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. იუვენტუსი ყოველთვის იუვენტუსია, ისინი აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
„ვარ თუ არა იმედგაცრუებული, რომ იუვენტუსში არ დავრჩი ? არა, რადგან იქ ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი. იუვენტუსმა ბევრი მომცა და მე მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა ვილიარეალის ფეხბურთელი ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
