ვენეციასთან მოლაპარაკებები კავილიასა და ბარბიერის თაობაზე ჩაიშალა
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და ვენეციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჰანს ნიკოლუსი-კავილიასა და ტომაზო ბარბიერის თაობაზე დროებით შეჩერებულია.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა ახალგაზრდა ფეხბურთელების თაობაზე ტრანსფერის ფორმულის შეთანხმება ვერ შეძლეს, ამიტომ დროებით მოლაპარაკებების შეჩერება გადაწყდა.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ კონტრაქტებში ჩაიდება პუნქტი, რომელიც ბიანკონერის მომავალში ფეხბურთელების დაბრუნების საშუალებას მისცემს.