ვეას აგენტი ტურინში და კლიენტის მარსელში ტრანსფერზე მუშაობს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტიმოთი ვეას აგენტი ტურინში იმყოფება, იუვენტუსის ხელმძღვანელობას ხვდება და ამერიკელი ფეხბურთელის მარსელში ტრანსფერზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, მარსელი ვეას სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს იხდის და იუვენტუსი აქამდე მისი ამ თანხის სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგი არ იყო, თუმცა იმის გამო, რომ მარსელმა ლეონარდო ბალერდის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზეც კი უარი თქვა, ტურინული გრანდი ამერიკელის სანაცვლოდ ფრანგული გუნდისგან 20 მილიონს ითხოვს.
ვეას მსურველები ინგლისშიც ჰყავს, თუმცა მას კარიერის მარსელში გაგრძელება უნდა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
