ვეა მიმდინარე წელს გუნდს ვეღარ დაეხმარება
ტიმოთი ვეა მიმდინარე წლის ბოლომდე იუვენტუსის დახმარებას ვერ შეძლებს.
ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა კალიარისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც მან ცოტა ხნის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.
ვეას მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაბალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა, რის გამოც ის რამდენიმე კვირა იუქმებს.