TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვეა მარსელს უახლოვდება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსსა და მარსელს შორის ტიმოთი ვეას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ფრანგებმა ამერიკელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ტრანსფერის დახურვა უახლოეს პერიოდში სურთ.

ვეა ბიანკონერის გეგმებში არ შედის, ამიტომ დამინე კომოლი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მარსელისგან 15 მილიონს ითხოვს, ფრანგები კი ამ თანხის შემცირებაზე მუშაობენ.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

50 views
error: დაცული კონტენტი !