TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვეა მარსელს უახლოვდება

იუვენტუსსა და მარსელს შორის ტიმოთი ვეას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგებმა ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 15 მილიონის შემცირება სცადეს, რაზეც უარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, მარსელმა გასულ საათებში ვეას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა და ბონუსების ჩათვლით მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა. ფრანგები იუვეს საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინში არიან, რის შემდეგაც ტრანსფერი დაიხურება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

51 views
error: დაცული კონტენტი !