TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეას იუვენტუსიდან წასვლა გამოირიცხა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიმოთი ვეა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს არ დატოვებს.

ამერიკელ ფეხბურთელს ტურინული გრანდის რიგებში სადებიუტო სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა და გასულ კვირებში მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ბევრჯერ დაიწერა, თუმცა წყაროს ცნობით, ტიმოთიმ ვარჯიშებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ის მომდევნო სეზონს იუვენტუსის რიგებში გაატარებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ალეგრი ვეას ლატერალეს პოზიციაზე იყენებდა, მოტას გუნდში ის ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდება და როგორც შემტევი ვინგერის, ასევე ცენტრ-ფორვარდის როლს შეითავსებს.