TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვეა:“ იუვენტუსის მაისურის ტარება უდიდესი პატივი იყო“

იუვენტუსის უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტომითი ვეა გუნდს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.

ვეას მარსელში ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.

„ბავშვობიდან უდიდეს სცენაზე, იუვენტუსის შავ-თეთრი მაისურის ტარებაზე ვოცნებობდი და მადლობა, რომ ოცნების ახდენის საშუალება მომეცით. ამ გუნდის, ჩემი თანაგუნდელების და ქომაგების მადლობელი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები.

„ მადლობა ჩემს ძმებს გასახდელში, რომლებიც ყოველდღე მხარს მიჭერდნენ და უფრო მეტი შრომისკენ მიბიძგებდნენ, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული შევქმენით და ეს ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება.

„ტურინის ხალხს, თქვენმა დამოკიდებულებამ და სიყვარულმა იუვენტუსი და ტორინო ჩემთვის მეორე სახლად აქცია, რის გამოც მადლობას გიხდით.

„მადლობა თითოეულ ქომაგს, თქვენი ერთგულება და დამოკიდებულება ამ გუნდისა და ლოგოს მიმართ ნამდვილად გამორჩეულია, მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები.

„მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულით
„ტიმო!“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

93 views
error: დაცული კონტენტი !