TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა და აჯიჩი ლაციოსთან მატჩისთვის მზად არიან

3-დღიანი დასვენების შემდეგ, ტიაგო მოტამ ლაციოსთან მატჩისთვის მზადება განაახლა და იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში ლაზარეთიდან 2 ფეხბურთელი დაბრუნდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ იუვენტუსის განაცხადს ტიმოთ ვეა და ვასილიე აჯიჩი დაუბრუნდენ.

ამ მომენტისთვის იუვენტუსის ლაზარეთში ტეუნ კოპმეიენრსი, ნიკო გონსალესი, გლეისონ ბრემერი, უესტონ მაკკენი და არკადიუშ მილიკი რჩებიან, ფრანცისკუ კონსეისაუ კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.