TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა:“ ახალ მწვრთნელთან ერთად, მე სულ სხვა ფეხბურთელი ვიქნები“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ტიმოთი ვეამ ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა.

„დღეს გუნდმა ბევრი პოზიტივი აჩვენა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. მართალია მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე არ ვდარდობთ, ეს ამხანაგური შეხვედრაა, შემდეგი მატჩისთვის კი მზად ვიქნებით.

„მე ძალიან მოტივირებული და კონცენტრირებული ვარ, ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი სათამაშო ხედვითა და უფრო შეტევაზე ორიენტირებული მიდგომით. დარწმუნებული ვარ, ახალ მწვრთნელთან ერთად მეც სულ სხვა ფეხბურთელი ვიქნები.“