TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვალენსიას ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

კრისტიანო ჯუნტოლი დაცვის ცენტრის გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ვალენსიას ტალანტი კრისტიან მოსკერა გახლავთ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი რენატუ ვეიგას ალტენრატივაა, რომლის გაყიდვაზე ჩელსი ჯერჯერობით უარს ამბობს.

მოსკერას მიმდინარე კონტრაქტი ესპანელებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაფორმება სეზონის ბოლოს 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი. დი მარციოს ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

error: დაცული კონტენტი !