უესლი:“ მე ევროპაში თამაში მინდა, იუვენტუსისა და რომას ინტერესის შესახებ ვიცი…“
ფლამენგოს ფეხბურთელმა უესლიმ, ვისაც გასულ დღეებში იუვენტუსს აქტიურად უკავშრებდნენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„ჩემი მომავალი ? ახლა ჩემი სრული კონცენტრაცია ფლამენგოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
„ჩემი ოცნება ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშია, ვიცი, რომ ჩემი ტრანსფერით რომა და იუვენტუსი ინტერესდებიან, მაგრამ ახლა ამ თემაზე ფიქრის დრო არ არის.
„იუვენტუსი ? დანილო და ალექს სანდრო სერია ა-ზე ბევრჯერ მესაუბრნენ, მითხრეს, რომ ეს დიდებული ჩემპიონატია და იქ თამაში ჩემი განვითარებისთვის კარგი იქნება. ჩვენ კონკრეტულად იუვენტუსზე არ გვისაუბრია, რადგან ახლა პრიორიტეტი ფლამენგოა.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)