TuttoJuve

Juve per sempre sarà

UEFA-მ იუვენტუსის წინააღმდეგ ფინანსური Fair Play-ს თაობაზე გამოძიება დაიწყო

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UEFA გუნდის ფინანსების შესწავლას შეუდგა.

ოფიციალური წყაროს ცნობით, UEFA 2023, 2024 და 2025 წლების ფინანსებს სწავლობს და თუ გუნდს ფინანსური Fair Play-ს დარღვევა დაუდასტურდა, ბიანკონერის მაქსიმუმ 10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამ მომენტისთვის გუნდის აუდიტორებს და UEFA-ს წარმომადგენლებს არანაირი ფინანსური დარღვევა არ აღმოუჩენიათ. საბოლოო ვერდიქტი მომდევნო წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !