უდინეზეს მცველი იუვენტუსის სამიზნეებს შორის
ინტერთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იუვენტუსს იანვარში ტრავმირებული გლეისონ ბრემერის შემცვლელის გაფორმება მოუწევს და კრისტიანო ჯუნტოლის პოტენციური სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე უდინეზეს უკანახაზელი ჯაკა ბიოლი იქნება, ვინც ბიანკონერის რიგებში კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს.
წყაროს ინფორმაციით, 25 წლის სლოვენიელის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.
ბიოლის გარდა, იუვე არდიან ისმაილის, მილან შკრინიარისა და ლეო ორტიზის ტრანსფერებს განიხილავს.
