უარი იუვენტუსს, კანსელუ ბარსელონას უახლოვდება
ესპანური მედიის ინფორმაციით, ჟოაუ კანსელუ დიდი ალბათობით კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
Diario Sport-ის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა იუვენტუსი უარით გაისტუმრა და კარიერის ბლაუგრანას რიგებში გაგრძელება სურს.
კრისტიანო ჯუნტოლი თავის მხრივ ფერდი კადიოღლუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, ის დაცვის ფლანგის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნეა.