Tuttosport: კონტე იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის
გავლენიანი გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ანტონიოს ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგება სურს, რის შემდეგაც აურელიო დე ლაურენტისი მას გუნდიდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გაუშვებს და კონტეს იუვენტუსში დაბრუნება შეეძლება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა, მათ შორის კიელინი, ჯუნტოლი და ელკანი თანხმდებიან, რომ დღევანდელ სიტუაციაში კონტე გუნდისთვის იდეალური კანდიდატია.

 
                 
                 
                