TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამი:“ რთული მატჩი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება“

ხეფრენ ტურამმა ჯენოასთან მატჩი შეაფასა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. ჩვენ სანაკრებო პაუზის წინ მეორე გამარჯვების მოპოვება გვსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება შევძელით.

„ვლაჰოვიჩი ? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლია. ის გუნდის ლიდერია და როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩებში ბოლომდე იხარჯება.

„სკუდეტო ? ჩვენი იდეა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ფიქრი და გამარჯვებისთვის ბრძოლაა. გვინდა, რომ სეზონის ბოლოს სინანულის გრძნობა არ გვქონდეს, ამისთვის კი თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

253 views
error: დაცული კონტენტი !