TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკუს ტურამი:“ მამაჩემი დერბიში იუვენტუსის მხარეს იქნება“

ინტერის ფორვარდმა მარკუს ტურამმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება, ეს ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა, რომელსაც ფეხბურთის ყველა ქომაგი მოუთმენლად ელოდება.

„ჩემი მთელი ოჯახი მატჩს სან სიროზე დაესწრება, მამაჩემი ნამდვილად იუვენტუსს უქომაგებს, რადგან ის მათ რიგებში თამაშობდა და ნამდვილი იუვენტინოა.

„არის თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ? არა, ეს ჯერ მე-9 ტურია, ჩვენ სეზონის სტარტზე ვართ და წინ ძალიან ბევრი ტური გველოდება.“