ტურამი:“ სეზონის კარგი სტარტი გვაქვს, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა CBS-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სეზონის სტარტი ? ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ ვიცით, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება. კარგია, რომ მწვრთნელთან მუშაობის გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა, ტუდორმა გუნდი გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაბარა, შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ და გუნდს მისი იდეები უფრო კარგად ესმის.
„ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ტუდორი ვარჯიშებზე ფიზიკურ და ტაქტიკურ ასპექტებს ძალიან ბევრ დროს უთმობს, რაც ძალიან კარგია, რადგან მოედანზე გასვლის შემდეგ ვიცით, თუ რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ.
„იგორი ძალიან გახსნილი ადამიანია. როდესაც ამის დროა, ის ჩვენთან ერთად ხუმრობს და იცინის, ხოლო როდესაც მუშობის დრო მოდის, ის ძალიან სერიოზულია. ტუდორს სწორი ბალანსი აქვს ნაპოვნი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„მაკკენი ? ძალიან კარგი ფეხბურთელი, ადამიანი და თანაგუნდელი. ის ყოველთვის მზად არის, თითოეულ ჩვენგანს დაეხმაროს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სიმართლე რომ გითხრათ, მაკკენის დახასიათებისთვის სიტყვებიც არ მყოფნის, რადგან ის გუნდისთვის ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
