ტურამი:“ იუვენტუსში ყოფნა უდიდესი პატივია, მამაჩემი ძალიან ბედნიერია“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მამაჩემის გუნდში თამაში ? ეს ძალიან დიდი პატივია, შესანიშნაი ისტორია. მამაჩემი აქ თამაშობდა, მოიგო ტიტულები, იყო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და იმედი მაქვს, ამ მაისურით ტიტულებს მეც მოვიგებ.
„ჩემი ძმა ინტერში ? მამა იუვენტუსის დიდი ქომაგია, მაგრამ ის ბედნიერია, რომ მარკუსი ინტერში თამაშობს. მისთვის ინტერი სწორი გუნდი იყო, ჩემთვის კი იუვენტუსი.
„ჩემი სუსტი მხარე ? მე დარტყმა უნდა გამოვასწორო. ფეხბურთელისთვის თვითკრიტიკა, თავისი სუსტი მხარეების დანახვა და მათ გამოსწორებაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ვარჯიშებზე ვაკეთებ.
„ძლიერი მხარე ? მე ბურთთან ერთად ყოფნა, დრიბლინგი ძალიან მიყვარს, ამისთვის მაქვს ტექნიკა და სისწრაფე.
„იუვენტუსი ? იტალიის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი. იუვენტუსში ყოფნა მხოლოდ ამ მაისურის ტარებას არ ნიშნავს, ეს შენს საქციელებზე, დღის წესრიგზე აისახება, შენ უნდა გეძინოს, ჭამო, ივარჯიშო და ყველაფერი გააკეთო ისე, როგორც იუვენტუსის ფეხბურთელს შეეფერება. მე ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ იუვენტუსი სულ სხვა არის, აქ თამაშობ გამარჯვებისთვის, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
