ტურამი:“ იუვენტუსში უბედნიერესი ვარ“
იუვენტუსის ნახევარმცველი ხეფრენ ტურამი ტურინში ერთ-ერთ ფრანგულ სკოლას ესტუმრა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„პრობლემა რასიზმთან ? სამწუხაროდ, რასიზმს გეოგრაფია არ აქვს, რასიზმს როგორც იტალიაში, ასევე საფრანგეთში შევხვდი და სამწუხაროა, რომ ეს ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
„შეუძლია თუ არა ფეხბურთს ამ პრობლემის მოგვარებში დახმარება ? ამის სურვილი ნამდვილად არსებობს. იუვენტუსში ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად ვლაპარაკობთ, ჩვენ რასიზმთან საბრძოლველად ეფექტური ხერხები გვჭირდება.
„სერია ა ? ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი დონის ჩემპიონატია, სად თამაშიც ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანია. იტალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, იუვენტუსში უბედნიერესი ვარ, ნელ-ნელა ვსწავლობ ენას და ვითარდები როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სერია ა-ში თითოეული მატჩი ძალიან რთული და ტაქტიკურია, რაც შენ გიბიძგებს, რომ განვითარებაზე მუშაობა გააგრძელო.
„კონკურენცია მარკუსთან ? მე მისით ვამაყობ, ის ჩემით, მამაჩვენი კი ბედნიერია, რომ ორივე ასეთ მაღალ დონეზე ვთამაშობთ.
„ტუდორი ? ის ძალიან კარგი მწვრთნელია, იგორი ჩემგან უფრო მეტ აგრესიას ითხოვს, მისი საფეხბურთო იდეები ძალიან მომწონს.“