ტურამი:“ იუვენტუსში თამაში შესანიშნავი გრძნობაა, მამაჩემი ჩემგან გუნდის და ქომაგების პატივისცემას ითხოვს“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა სერია ა-ს ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რას ნიშნავს ჩემთვის ფეხბურთი ? ფეხბურთი ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ სათქმელს პოემებით, მუსიკით ამბობენ, ჩემთვის კი ფეხბურთი აზრის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. გახვიდე მოედანზე, ირბინო, იბრძოლო, ყოველგვარი საუბრის გარეშე.
„ჩემი ძმა ? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რაც ჩვენი მშობლების დამსახურებაა. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.
„უმაღლეს დონეზე, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ერთად თამაში ოცნების ახდენაა, უკეთეს სცენარს ვერც კი წარმოვიდგენდი.
„იუვენტუსი ? მამაჩემის გუნდში თამაში განსაკუთრებული გრძნობაა, იუვენტუსი ყოველთვის მისი გუნდის გული იყო, ის ყოველთვის მეუბნება, რომ გუნდსა და ქომაგებს პატივი ვცე და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო.“