TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამი:“ იუვენტუსი მიყვარს და ინტერში არასოდეს ვითამაშებ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა.

„ჭორები ტურამი-ფრატეზის ბარტერის თაობაზე ? შენ ამ ხმებს ვერ გააკონტროლებ. რეალობა არის ის, რომ მე იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ, ეს გუნდი მიყვარს და ინტერში არასოდეს ვითამაშებ. მე და ჩემი ძმა ერთ გუნდში ? ჩვენ ამას ნაკრებში გავაკეთებთ, მას თავისი გუნდი ჰყავს, მე კი ჩემი.

„შედარება პოგბასთან ? მე ჯერ ტოპ დონეზე არ ვარ, ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ განვითარება შემიძლია. პოლი ხელშეუხებელია, ასეთი ტალანტით და პოტენციალით ძალიან იშვიათად იბადებიან, ის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. პოლი პოლია, მე კი ტურამი ვარ.

„სპალეტი ? მე კარიერაში ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ მათ შორის თავისი გამოცდილებითა და დონით სპალეტი საუკეთესოა. ის მოედანზე ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ლუჩიანოს დახმარებით მე უკეთესი ფეხბურთელი გავხდები.

„ახალი კონტრაქტი ? იუვენტუსთან კონტრაქტი 2029 წლამდე მაკავშირებს.

„კონტე ? ნაპოლი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც სათავეში გამორჩეული მწვრთნელი უდგას. მამაჩემმა მითხრა, რომ კონტე არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ გამორჩეული ადამიანიც არის, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !