ტურამი:” ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებაა”
ბენფიკასთან მატჩის MVP-მ ხეფრენ ტურამმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„MVP ? მე ყოველთვის ვცდილობ, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. დღეს გოლი გავიტანე და ეს ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება და მოპოვებული ქულებია.
„ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა, პირველ ტაიმში განსაკუთრებით გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
„პლეი-ოფი ? ეს მნიშვნელოვანი მიზანი იყო. იუვენტუსი ყოველთვის ამბიციური უნდა იყოს.
„ამბიციები ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ყოვლეთვის გამარჯვებაა, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
