TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი მუნდიალისთვის აქტიურად ემზადება და გუნდში დარჩენის იმედი აქვს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ახალი მწვრთნელის თაობაზე არსებული ცნობების გამო იგორ ტუდორი უკმაყოფილო დარჩა, თუმცა ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტუდორი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით, მან გუნდში დარჩენა დაიმსახურა.

გამოცემის ინფორმაციით, ტუდორს თავის წარმოჩენა კიდევ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე სურს და იმედოვნებს, რომ ამჯერად გუნდის ხელმძღვანელობის დარწმუნებას და იუვენტუსში დარჩენას შეძლებს, რისი შანსიც სულ უფრო იზრდება.

error: დაცული კონტენტი !