TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორის თაობაზე გადაწყვეტილებას ელკანი მიიღებს

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა სეზონის ოთხეულში დასრულება შესაძლოა იგორ ტუდორის გუნდში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი სპეციალისტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად ჯონ ელკანი მიიღებს, ვისი ოცნებაც ტურინულ გრანდში ანტონიო კონტეს დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, ტუდორის კონტრაქტის მიხედვით, იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში იგორის კონტრაქტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება, მაგრამ ტურინულ გრანდს გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება ექნება.

error: დაცული კონტენტი !