ტუდორის პრიორიტეტი იანვარში მილინკოვიჩ-სავიჩია
Tuttosport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იგორ ტუდორის მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია.
წყაროს ცნობით, ტუდორი გუნდის ყველაზე სუსტ წერტილად ნახევარდაცვას მოიაზრებს და სერბ ფეხბურთელს შემადგენლობის გასაძლიეებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
მილინკოვიჩ-სავიჩის მიმდინარე კონტრაქტი ალ-ჰილალთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი იანვარში გაფორმება საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით იქნება შესაძლებელი. მისი ალტერნატივა რაფაელ გერეიროა, ვისაც როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფლანგის მცველად შეუძლია თამაში.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                