ტუდორის მოთხოვნები სატრანსფერო ფნაჯარაზე…
იგორ ტუდორი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში იუვენტუსის რიგებში დარჩება და ხორვატმა სპეციალისტმა დამიენ კომოლის მისი სატრანსფერო მოთხოვნების თაობაზე უკვე აცნობა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ტუდორი ცენტრ-ფორვარდს, ცენტრალურ მცველს და ვინგერს ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი შიკო კონსეისაუს არ გამოისყიდის.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ტუდორის შენარჩუნება საბოლოოდ გადაწყვიტა, ის გუნდთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.