იუვენტუსთან ტუდორის კონტრაქტი გახანგრძლივდა
ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, იგორ ტუდორის კონტრაქტში არსებული პუნქტი ავტომატურად ამოქმედდა და ხორვატი სპეციალისტის კონტრაქტი 1 წლით, მომდევნო სეზონის ბოლომდე გახანგრძლივდა.
კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, ტუდორი დიდი ალბათობით ტურინულ გრანდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.
ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც იუვენტუსს იგორთან ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას აძლევს, მცირე კომპენსაციის სანაცვლოდ, რომელსაც სავარაუდოდ იუვენტუსი გამოიყენებს და მის ნაცვლად გუნდში ანტონიო კონტეს დააბრუნებს.