ტუდორის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იგორ ტუდორის იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.
წყაროს ცნობით, ჯონ ელკანს გუნდში ანტონიო კონტეს ხილვა სურდა, გეგმა ბ კი ჯან პიერო გასპერინი გახლდათ, ორივე მათგანის ხელიდან გაშვების შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობა ტუდორის შენარჩუნებას სერიოზულად განიხილავს.
იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელობა მუშაობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუდგება, რის შემდეგაც მწვრთნელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.