TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორის ერთ-ერთ შემცვლელად პალადინო განიხილება

კომოსთან მარცხის შემდეგ, იტალიურ მედიაში იგორ ტუდორის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს.

ტუდორი უახლოეს დღეებში გუნდს არ დატოვებს, თუმცა თუ მომდევნო შეხვედრებში გუნდმა თამაშის ხარისხი და შედეგი არ გამოასწორა, ხორვატი სპეციალისტის წასვლა გარდაუვალი იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა ტუდორის პოტენციური შემცვლელების ძებნა უკვე დაიწყო და ერთ-ერთი კანდიდატი 41 წლის იტალიელი მწვრთნელი რაფაელე პალადინოა. ის თავისუფალი აგენტია და იუვენტუსს მისი გაფორმების პრობლემა არ ექნება.

წყაროს ინფორმაციით, პალადინო იუვენტუსთან ხანმოკლე კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, სეზონის ბოლოს მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !