TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორის აგენტი:“ იგორი ჯუნტოლის ესაუბრა, მსოფლიო ჩემპიოანტზე გუნდს ის უხელმძღვანელებს“

იგორ ტუდორის აგენტმა ანტონი სერიჩმა ხორვატი სპეციალისტის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით (იხილეთ აქ) ისაუბრა და დაადასტურა, რომ იგორი იუვენტუსს მსოფლიო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

„ტუდორის გუშინდელი კომენტარი ემოციებით იყო გამოწვეული. იგორს ჯუნტოლისთან და სრულიად იუვენტუსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მასსა და კრისტიანოს შორის საუბარი უკვე შედგა და გადაწყდა, რომ იგორი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

„ის ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. ტუდორი იმედოვნებს, რომ იუვენტუსის გაწვრთნის საშუალება მომდევნო სეზონშიც ექნება.“

error: დაცული კონტენტი !