ტუდორის 4 პოტენციური შემცვლელი იუვენტუსში…
როგორც კრისტიანო ჯუნტოლიმ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა (იხილეთ აქ), იუვენტუსი იგორ ტუდორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, პარალელურად კი ტურინული გრანდი ხორვატი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების ძებნას აგრძელებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ გრანდს 4 პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, იუვე არჩევანს ანტონიო კონტეს, ჯან პიერო გასპერინის, სტეფანო პიოლისა და რობერტო მანჩინის შორის გააკეთებს.