ტუდორი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მზად ვართ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვაიდადთან მატჩზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციის ლინკებს ნახავთ ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe
„ეს სხვა სტილის მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ. როგორც ყოველთვის, ჩვენი მეტოქე ძალიან ხარისხიანი და კარგი გუნდია და გამარჯვებისთვის მოედანზე მაქსიმუმის დადება მოგვიწევს.
„სიცხე ? ეს პრობლემა ორივე გუნდს შეაწუხებს, ამიტომ ამ თემაზე საუბარს ვერ დავიწყებთ. ვაიდადმა სიტისთან კარგი თამაში ჩაატარა, მათ ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ და მზად უნდა ვიყოთ.
„გუნდის მდგომარეობა ? მე გუნდში ვერანაირ გადაღლილობას ვერ ვხედავ, ბიჭები ძალიან მოტივირებულები და ენთზიაზმით სავსე არიან. ჩვენ ალ-აინთან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ეს არის ის მიდგომა, რომლის ხილვაც მე მსურს, ჩვენ უნდა ვიყოთ დომინანტები, შევქმნათ მომენტები და გავიტანოთ გოლები.
„ელკანის აქ ყოფნა ? ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ჯონის მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობთ, მან გუნდს საჭირო დროს, საჭირო სიტყვებით მიმართა.
„ჩვენი ამბიციები მსოფლიო ჩემპიონატზე ? წინასწარ რაიმეს დაგეგმვა უადგილოა, ჩვენი მიზანი ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა, გუნდმა მოედანი ყოველთვის თავაწეულმა უნდა დატოვოს, ყოველგვარი სინანულის გარეშე და იმის ცოდნით, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.“