ტუდორი:“ ვლაჰოვიჩი შესანიშნავი ფორვარდია, ლაციოსთან იუვენტუსი გაიმარჯვებს“
იუვენტუსის ლეგენდამ იგორ ტუდორმა Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ვლაჰოვიჩი ? ის შესანიშნავია. რა თქმა უნდა, დუშანი ზოგჯერ გარკვეულ შეცდომებს უშვებს, მაგრამ ფორვარდი საბოლოო შედეგებით უნდა შევაფასოთ და ნახავთ, რამდენი გოლით დაასრულებს ის ეზონს. მჯერა, რომ დუშანს 25-30 გოლის გატანა შეუძლია.
„იუვე – ლაციო ? ლაციო ძლიერია, თუმცა იუვენტუსი უკეთესია. ვფიქრობ, ბიანკონერი გაიმარჯვებს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტერის მთავარი კონკურენტი იქნება.
„დუგლას ლუისი ? ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია და დარწმუნბული ვარ, ბრაზილიელი სირთულეებს გადალახავს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. თავიდან იუვენტუსში პლატინისაც გაუჭირდა, თუმცა ვიცით, როგორ განვითარდა მისი კარიერა.