ტუდორი:“ ვილიარეალი ძლიერი გუნდია, ბრემერის არყოფნა ?…“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვილიარეალთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ვილიარეალი ძალიან ხარისხიანი და კარგი გუნდია, წინ რთული მატჩი გველოდება, რომელშიც ჩვენ მეტოქე გუნდის სუსტი მხარეები უნდა გამოვიყენოთ.
„არის თუ არა ბრემერის და ტუდორის არყოფნა თავის დაზღვევა ? არა, ისინი ამ მატჩისთვის ფიზიკურად არ იყვნენ მზად, თუმცა ვფიქრობ, ორივე მათგანი მილანისთვის გუნდის განაცხადში იქნებიან.
„გადაღლილობა ატალანტასთან მატჩში ? გადაღლილობაზე საუბარი ამ ეტაპზე უადგილოა. ორივე ტაიმს უმაღლესი ინტენსიობით ვერც ერთი გუნდი ვერ ატარებს და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ, სუსტი წერტილები ჩვენც გვაქვს, სრულყოფილი არავინაა. ჩვენ არ გვყავს ისეთი სიღრმის გუნდი, რომელიც ატალანტასთან 90 წუთი დომინირებისა და 3-0 გამარჯვების საშუალებას მოგვცემდა.
„ვეიგა ? ის ვილიარეალში კარგად გამოიყურება და მის გამო ბედნიერი ვარ. რენატუ გასულ სეზონში ძალიან დაგვეხმარა.
„უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებას შეტევაში ? ეს ცვლილებები მთელი სეზონის განმავლობაში იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე და რა გვჭირდება კონკრეტულ მატჩში.
„ჩვენი ამბიციები ლიგაზე ? ახლა ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ბრძოლა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია. ძალიან პოლიტიკური პასუხი გამომივიდა, მაგრამ ეს სიმართლეა (იცინის, ავტ.).“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
