TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ვერონასთან თამაში მარტივი არ არის, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვერონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ვერონაში დაბრუნება ? ვერონა ძალიან ლამაზი ქალაქია, მე აქ კარგი პერიოდი მქონდა და გუნდთან პოზიტიური მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ახლა ჩემი მთელი კონცენტრაცია მომდევნო მატჩისკენ არის მიმართული. ვერონასთან გასვლაზე თამაში მარტივი არასოდეს არის და სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„გუნდისგან იმავე მოტივაციასა და მონდომებას ველოდები, როგორიც ჩვენ ინტერთან და დორტმუნდთან მატჩებში ვაჩვენეთ. ჩვენ მათ კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ და მომენტების შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ.

„კონსეისაუ ? მან სრული დატვირთვით 2-3-ჯერ ივარჯიშა და მზად არის, თუმცა რა თქმა უნდა, შიკო ჯერჯერობით 90 წუთი მოედანზე ვერ დარჩება. მიხარია, რომ ის გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა, რადგან კონსეისაუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

151 views
error: დაცული კონტენტი !