ტუდორი:“ უდინეზესთან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული კვირა გვქონდა, გუნდმა კარგად ივარჯიშა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ.
„დაგვიბრუნდა თუ არა ვინმე ლაზარეთიდან ? გატის მატჩში სკამიდან ჩართვა შეეძლება, კელიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის.
„როგორ შევაფასებ ჩემს მუშაობას იუვენტუსში ? საკუთარი თავის შესახებ საუბარი რთულია. გუნდში არსებული პრობლემების ფონზე, ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს. ჩვენ გასულ ტურებში გატი, კოპმეიენრსი, კამბიაზო და კელი ვერ გვეხმარებოდნენ, წინა 2 მატჩის დიდი ნაწილი კი 10 კაცით ვთამაშობდით, რაც მარტივი არ არის.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, რადგან ჩვენ იუვენტუსში ვართ, თუმცა კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა კარგ ფორმაშია და გუნდის დასახმარებლად მზად არის.
„გვაშინებს თუ არა უდინეზეს ფიზიკურობა ტურამის არყოფნის დროს ? ეს კარგი კითხვაა, უდინეზე ძალიან კარგი გუნდია, რაც მათ ნეაპოლშც დაამკტიცეს. ეს ძალიან რთული შეხვედრა ინება, თუმცა ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 3 ქულის მოპოვება.
„რამდენად მეტი ქულა გვექნებოდა ტრავმირებულ ფეხბურთელებთან ერთად ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენ თავის გასამართლებელი საბუთები არ უნდა ვეძებოთ, გუნდის მიზანი ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებაა.
„კონტეს ჩრდილი ? მე მომავალზე არ ვფიქრობ, დღიდან დღემდე ვცხოვრობ და აქ ყოფნით სიამოვნებას ვიღებ, ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი უდინეზეა, მე ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ თავდაჯერებულობას ვითხოვ, ამისთვის კი თავდაჯერებული თავად უნდა ვიყო. მე არ მივიჩნევ, რომ ვინმე ჩემზე უკეთესია.
„ილდისი ? მან წითელი ბარათის გამო ძალიან ინერვიულა, რადგან კენანი ძალიან კარგი ბიჭია. ის მოტივირებულია და გუნდის დასახმარებლად მზად არის.“