ტუდორი:“ ტურამის და ბრემერის არყოფნა ალიბი ვერ გახდება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვილიარეალთან მატჩის წინ Amazon Prime-სთან კომენტარი გააკეთა.
„დატვირთლი კალენდარი ? დიახ, კალენდარი მართლაც დატვირთული გვაქვს და ისე დაემთხვა, რომ თითოეული ჩვენი მეტოქე უმაღლესი დონის არის, მაგრამ როდესაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გინდა, ეს სრულიად ნორმალურია.
„შენ უნდა მიიღო კალენდარი და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მოედანზე მაქსიმალურად მომზადებული გახვიდე.
„სასტარტო შემადგენლობა ? დღევანდელ ფეხბურთში სათადარიგო ფეხბურთელები არ არსებობენ, ასეთ დატვირთულ გრაფიკსა და იმის ფონზე, რომ ჩვენ 5 ცვლილების განხორციელება შეგვიძლია, სათამაშო დროს ყველა მიიღებს.
„ბრემერი და ტურამი ? ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ მათი ტრავმები სერიოზული არ არის. ჩვენ სხვა უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ ეს ალიბი ვერ გახდება. ვფიქრობ, ისინი მილანთან მატჩისთვის მზად იქნებიან.
„ვილიარეალი ? ეს რთული მატჩი იქნება, მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი კარგად ვიცით, გუნდი მოედანზე კონცენტრირებული უნდა გავიდეს და მოედნის ორივე მხარეს ბოლომდე იბრძოლოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
