ტუდორი:“ სამარცხვინო მსაჯობა, გუნდს დაღლილობა დაეტყო“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დღეს დაღლილობა დაგვეტყო, ეს 7 დღეში ჩვენთვის მესამე მატჩი იყო და ამან გუნდზე იმოქმედა, ჩვენ სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობაზე მსაჯის გადაწყვეტილებებმა დიდი გავლენა იქონია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საუკეთესო მატჩი არ გვქონია, ამიტომ ქულით კმაყოფილი ვარ, ყველა შეხვედრას ვერ მოვიგებთ.
„მსაჯი ? 11-მეტრიანის მომენტი უბრალოდ სამარცხვინოა, მარიო ბურთს ვერც კი ხედავდა, არანაირი სახიფათო მომენტი არ ყოფილა, ასეთი 11-მეტრიანის დანიშვნა შეცდომაა. ასეთ პენალტს მხოლოდ ის დანიშნავს, ვისაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ასევე აღსანიშნავია, რომ გატის ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს წითელი ბარათი უნდა მიეღო, ინციდენტი ჩემს წინ მოხდა და მე ყველაფერი ნათლად დავინახე.
„ლოკატელი ? მას სულ რამდენიმე დღის წინ შვილი ეყოლა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მანუელი სრულ მზადყოფნაში არ იყო.
„მე თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნა და მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღევანდელ მატჩში დაშვებულმა შეცდომებმა ქულები დაგვაკარგვინა. აქ არ არის საუბარი 50-50 მომენტზე, მსაჯი ორივე მომენტში 100 პრიცენტით შეცდა.
„კმაყოფილი ვარ თუ არა შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებით ? ბიჭებმა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი ცადეს. ჩვენ სკამზე არსებული შეტევითი პოტენციალი სრულად გამოვიყენეთ და თამაშში ჩავრთეთ, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ახალწვეულები, მათ შორის ჟეგროვა 100 პროცენტით მზად არ არიან და მათ გარკვეული დრო დაჭირდებათ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
