ტუდორი:“ ქომაგების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია, თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„იუვეს ქომაგების მხარდაჭერა გასულ ღამეს ? ეს ჩემთვის ძალიან ლამაზი და ემოციური მომენტი იყო, ქომაგების გვერდში დგომა ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნლეოვანია.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახლა თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ მოედანზე 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.
„იუვენტუსს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, თუ ჩვენ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით, მიზნის მიღწევა არ გაგვიჭირდება.“