TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ პერინი ძირითადში ? ჩვენ ორი დიდებული კიპერი გვყავს“

იგორ ტუდორმა ვილიარეალთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„პრობლემები დაცვაში ? ჩვენ კომპაქტურობა უნდა შევინარჩუნოთ და როდესაც რთული მომენტი გვექნება, თითოეული ფეხბურთელი ბურთს უკან უნდა დარჩეს და თანაგუნდელებს დაეხმაროს.

„პერინი ძირითადში ? დი გრეგორიო შესანიშნავი კიპერია და ის ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა პერინიც დიდებული მეკარეა. მიკელე ძირითადში მილანთან დაბრუნდება.

„კოპმეინერსი ? ის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს, თუმცა გუნდს დაცვაშიც დაეხმარება. ტეუნი გუნდს საჭირო ბალანსს მატებს.

„ილდისი ? კენანი გამორჩეული ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელია. მართალია ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ როდესაც ასეთი ნიჭიერი ხარ, ასაკი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. მას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მისი მენტალობა, ჭკუა, ტექნიკა, გამძლეობა, თავდაჯერებულობა, მას აქვს ყველაფერი, რომ საუკეთესო გახდეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !