TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ პარმასთან მატჩი მარტივი არ ყოფილა, მნიშვნელოვანი 3 ქულა…“

იგორ ტუდორმა პარმასთან მატჩი შეაფასა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პარმასთან მატჩი რთული გამოდგა. მათ ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, ამიტომ სივრცეების პოვნა და მომენტების შექმნა მარტივი არ იყო, თუმცა როგორც ბიჭებს პირველი ტაიმის შემდეგ ვუთხარი, ჩვენ მოთმინება გვმართებდა და გოლი აუცილებლად მოვიდოდა.

„სეზონის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო, გუნდები ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში არ არიან ასეთ დროს ინტენსიობის შენარჩუნება მარტივი არ არის.

„პარმა კლასიკურ კატენაჩოს თამაშობს, თუმცა ახალი, თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით, ისინი სტანდარტულებიდან ძალიან სახიფათოები არიან, ამიტომ ჩვენ ყურადღების მოდუნების უფლება არ გვქონდა.

„სატრანსფერო ფანჯრა ? როგორც უკვე ვთქვი, მე ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ და ვიმუშვებ იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იქნებიან.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან მოტივირებული და კონცეტრირებულია, დუშანი ახლა იუვენტუსის ფეხბურთელია და ვნახოთ, რა მოხდება კვირის ბოლომდე.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

298 views
error: დაცული კონტენტი !