TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ მილანთან მატჩისთვის მზად ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„სასტარტო შემადგენლობა ? მე შევარჩიე ის ფეხბურთელები, რომელთა მახასიათებლებიც კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, მაგრამ სკამზე დარჩენილი ფეხბურთელებიც არანაკლებ მნიშვნელოვანები არიან და თითეული ფეხბურთელი მზად უნდა იყოს.

„სტაბილურობის შენარჩუნება ? ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ერთ ტემპში და ინტენსიობით 90 წუთი თამაში არც ერთ გუნდს არ შეუძლია. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩვენი სისუსტეები ჩვენც გვაქვს და მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ.

„რუგანი ? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, დანიელეს ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს.

„მოდრიჩი ? ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩვენ ყველაფერი გუნდურად უნდა გავაკეთოთ, გაიმარჯვოს უძლიერესმა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

237 views
error: დაცული კონტენტი !