TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ მილანი კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა მილანთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რა სახის მატჩს ველოდები ? არ ვიცი, მე კრისტალის ბურთი არ მაქვს. მე ის ვიცი, რომ ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს

„ვიცით, რომ ბოლო მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით, თუმცა გუნდმა ატალანტასთან და ვილიარეალთან ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. გვესმის, რომ როდესაც იუვენტუსის მაისურით თამაშობ, ფრე საკმარისი არასოდეს არის და ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს.

„იდენტობის ნაკლებობა ? არ მესმის ადამიანების, ვინც ამას ამბობს, რადგან ჩვენ უკვე ბოლო 6 თვეა ასე ვთამაშობთ.

„მეტი ბალანსი ნახევარდაცვაში ? ამ საკითზე მე მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობ. ჩვენ ვალდებულები ვართ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. უნაკლო გუნდი არ არსებობს და სუსტი მხარეები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობ და ვცდილობთ, დღიდან დღემდე უკეთესები გავხდეთ.

„პრიორიტეტი ხვალინდელ მატჩში ? მე ხვალ, როგორც ყოველთვის, მოედანზე მინდა გუნდის ნახვა, რომელიც არის აგრესიული, გაბედული, თამაშობს მოტივაციითა და შიმშილით, მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა თითოეული დაკარგული ბურთის შემდეგ მის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლოს.

„ბრემერი და ტურამი ? ამ მომენტისთვის არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ისინი თამაშს.

„ვნებს თუ არა შეტევაში ხშირი როტაცია გუნდს ? მე დევიდსა და ოპენდას ხშირად ვესაუბრები და ვცდილობ, მათი მახასიათებლები მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩემი გადაწყვეტილებები მეტოქეზე და გუნდის საჭიროებებზეა დამოკიდებული.

„მილანი ? შესანიშნავი გუნდი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ნებისმიერი სხვა შედეგით იმედგაცრუებულები ვიქნებით.

„მოდრიჩი ? მე მასთან ნაკრებში თამაშის პატივი მქონდა, ჩვენ ჩვენი ხალხისთვის ისტორია დავწერეთ, მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება. მე მისი მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს, ხვალ თამაში არ წაუვა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

919 views
error: დაცული კონტენტი !