ტუდორი:“ მატჩის მიწურულს ასეთი გოლის გაშვება დაუშვებელია“
იგორ ტუდორმა ვილიარეალთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ თამაში ხელში გვქონდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ასეთი გოლის გაშვება დაუშვებელია. შიკოს მოედანზე გამოჩენამ თამაში შეცვალა, თუმცა დღესაც გამოჩნდა, რომ ვილიარეალი ძალიან კარგი გუნდია და აქ თამაში ყველასთვის ურთულესი ამოცანაა.
„საუბარი პირველი ტაიმის შემდეგ ? ჩვენ რუტინული საუბარი გვქონდა, განვიხილეთ ის ასპექტები, რომლებშიც მომატება გვმართებდა.
„ცუდი პირველი ტაიმი ? გარკვეული პრობლემები გვქონდა, შესაძლოა ზოგი ფეხბურთელი გადაღლილი იყო, შემდეგ კი კაბალის ტრავმამ სიტუაცია გაართულა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ელემენტარულ პასს ვაცუდებთ, რაც ასეთ დონეზე დაუშვებელია.
„11 გოლი 5 მატჩში ? ვფიქრობ, ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგად მუშაობს. პრობლემა გადმოვარდნილი ბურთების მოპოვებაა, ჩვენ მეტოქეებს შეტევების გაგრძელების შანსებს ვაძლევთ, ამაზე სერია ა-ს სტატისტიკაც მოწმობს და ამ ასპექტზე აუცილებლად უნდა ვიმუშოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
