ტუდორი:“ არსებული პრობლემების ფონზე, ლიგის საგზურის მოპოვება კარგი შედეგია“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა გუშინდელი მატჩი შეაფასა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მატჩის დასრულება პიჯაკის გარეშე ? დიახ, ეს ალეგრის სტილში იყო, შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა, რადგან ვიცოდით, თუ რა იყო სასწორზე.
„მინდა ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცო, სეზონის მსვლელობისას წარმოქმნილი სირთულეების ფონზე, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. გუნდს მთელი სეზონი ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს გაუმკლავდა.
„ქამბექი გუშნდელ მატჩში ? ბიჭებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს, თამაშში დარჩნენ, ბრძოლა გააგრძელეს და ხასიათი გამოავლინეს. 3-4 ფეხბურთელმა მატჩი კუნთის ტკივილის ფონზე დაასრულეს, რაც მათ მებრძოლ ხასიათზე მეტყველებს.
„ილდისი ? დიდებული ფეხბურთელი, მისი ხარისხისა და მახასიათებლების ახალგაზრდა ბევრი არ არის, მას შუძლია გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება და გუნდელებისთვის სივრცეების შექმნა.
„შევინარჩუნებდი თუ არა კოლოს ? მე მათ ყველას შევინარჩუნებდი, ჩვენი გუშინდელი გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა, მწვრთნელი ფეხბურთელების გარეშე არაფერია.“